Sunday, August 13, 2017

როგორ გამოვიყენოთ ჩინური სახელები

პირველი რაც უნდა გვახსოვდეს ჩინური სახელების გამოყენებისას არის ის რომ გვარი მოდის პირველი და არა ბოლოს.

95% - ზე მეტი ჩინური გვარი მარცვალზეა - ანუ ერთი სიმბოლო - სიგრძეში, ყველაზე გავრცელებული მაგალითებია Wang, Chen, Zhang, li Zhao და  lin.

დანარჩენი რამდენიმე, რომლებიც იშვიათად გვხდება, ორი სიმბოლოა სიგრძეში.
ყველაზე მეტი სახელი ორ მარცვლიანია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო პოპულარული  გახდა გამოყენება მხოლოდ ერთმარცვლიანის.

ამდენად Mr. Wang jinguo -ს შემთხვევაში, Wang არის გვარი და jinguo არის სახელი. მასთან სწორი მიმართვის ფორმა არის Mr. Wang.

როცა ლაპარაკობთ ჩინურ ენაზე, გვარი მოდის პირველად.  ბიზნესში, სასურველია იცოდეთ როგორ უნდა მიმართოთ ვინმეს ურთიერთობის დაწყებისას - ზოგადად თქვენი პირველი შეხვედრისას.

საქმიანი მიზნისთვის ტრადიციულად მისაღებია მივმართოთ ჩინელ პიროვნებას გვარით, წოდებასთან ერთად, როგორიცაა ბატონი ან ქალბატონი ან თუნდაც მინისტრი ან მმართველი დირექტორი.

ამდენად, ბატონი Wang, მმართველი დირექტორი Liu, ან ქალბატონი Zhao იქნება მისაღები ფორმა მიმართვის, და არ არის არანაირი პრობლემა რომ შევურიოთ ინგლისური წოდება ჩინურ გვარს.

თუ თქვენ მიმართავთ ჩინელს, გახსოვდეთ რომ წოდებას მოჰყვება გვარი. მაგალითად, Managing director liu იქნება Liu Zong.

მადლობა პოსტის წაკითხვისთვის და წარმატებებს გისურვებთ.